თეგი: საჰაერო წვრთნები

NATO-ს შვიდი ქვეყნის მოიერიშე და სადაზვერვო თვითმფრინავების მონაწილეობით, რუმინეთში წვრთნები ჩატარდა

NATO-ს შვიდი ქვეყნის მოიერიშე და სადაზვერვო თვითმფრინავების მონაწილეობით, რუმინეთის თავზე საჰაერო-საბრძოლო წვრთნები ჩაატარდა. მანევრების მიზანი თავსებადობისა და მზადყოფნის დემონსტრირებაა. ალიანსის ცნობით, კომბინირებულ წვრთნებში მონაწილეობა მიიღო NATO-ს 20-ზე მეტმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა, ტანკერმა და ადრეულმა გამაფრთხილებელმა თვითმფრინავმა, ასევე ჩართული იყვნენ სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები. ერთდღიანი წვრთნები მოიცავდა რუმინული F-16 ტიპის მოიერიშეების, ფრანგული  და გერმანული საბრძოლო თვითმფრინავების მანევრებს, ასევე, წვრთნებში მონაწილეობდნენ აშშ-ის EA-18 მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში USS Harry S. Truman-ის გადამზიდავიდან გაიგზავნა. წვრთნებში ასევე მონაწილეობდნენ ბელგია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი. „NATO-ს ძალების მდგრადი მზადყოფნა გაზრდილი დაძაბულობის ფონზე იძლევა პოტენციურ აგრესიაზე ქმედითი და საიმედო პასუხის შესაძლებლობას. ადგილობრივ რუმინულ F-16 ტიპის მოიერიშეებს შეუერთდნენ ფრანგული Rafale და გერმანული Tornado-ს წარმოების თვითმფრინავები, რომლებიც თავიანთი შიდა ბაზებიდან განლაგდნენ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ, NATO-მ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ყოფნა ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მეტი ჯარით, საზღვაო ყოფნითა და თვითმფრინავით“, - აღნიშნულია ალიანსის ინფორმაციაში.   

იაპონიამ და ინდოეთმა საჰაერო ძალების პირველი ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

იაპონიისა და ინდოეთის საჰაერო ძალების პირველი ერთობლივი წვრთნები, რომელიც 16 იანვარს დაიწყო, 26 იანვრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საჰაერო მანევრები ტოკიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰიაკურის საავიაციო ბაზაზე მიმდინარეობს. იაპონიის საჰაერო ძალებიდან საჰაერო წვრთნებში F-2-ისა და F-15-ის ტიპის გამანადგურებლები მონაწილეობენ. ინდოეთიდან - Su-30MKI-ის ტიპის გამანადგურებლები და საჰაერო ტანკერი Il-78-ი.   

საბერძნეთი მასპინძლობს მრავალეროვნულ საჰაერო წვრთნებს, რომელშიც აშშ, საუდის არაბეთი, ინდოეთი და ევროპის ქვეყნები მონაწილეობენ

საბერძნეთში მრავალეროვნული საჰაერო წვრთნები INIOCHOS 2023 მიმდინარეობს. საჰაერო წვრთნებში მონაწილეობენ საბერძნეთი, საფრანგეთი, აშშ, იტალია, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ესპანეთი, იორდანია, სლოვენია. სწავლებაში ჩართულნი არიან საჰაერო ხომალდები, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები, დრონები და ვერტმფრენები. საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბის განცხადებით, დამკვირვებლები გერმანიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, მაროკოდან, მონტენეგროდან, ბაჰრეინიდან, სლოვაკეთიდან და ტუნისიდან ასევე მონიტორინგს გაუწევენ წვრთნას. აქტივობები ტარდება ანდრავიდის საჰაერო ბაზაზე სამხრეთ-დასავლეთ საბერძნეთში, მაგრამ წვრთნები ათენის საფრენოსნო რეგიონის უფრო ფართო სივრცეში ჩატარდება.